პოლიცია

მინისტრის გადაწყვეტილებით, BMW X6 საპატრულო პოლიციას გადაეცა

facebook.com/evelinachokheli

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული BMW X6 საპატრულო პოლიციას გადაეცა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს კუთვნილი კიდევ რამდენიმე მსგავსი ტიპის მანქანა უახლოეს მომავალში საპატრულო პოლიციას გადაეცემა. 

"2011 წელს შს სამინისტრომ შეიძინა "BMW X6“-ის მარკის ავტომანქანა (გამოშვების თარიღი: 2008 წ. საბალანსო ღირებულება: 99 000 ლარი). 
შინაგან საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ამგვარი ტიპის ავტომანქანით არ უნდა სარგებლობდნენ სამინისტროს მაღალჩინოსნები. გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ავტომანქანა გადაეცა საპატრულო პოლიციას, რათა ის უშუალოდ მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დამყარებას მოემსახუროს. ზემოხსენებული ავტომანქანა გადავიდა რიგითი საპატრულო ეკიპაჟების განკარგულებაში და განკუთვნილია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის." - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ავტომობილი პოლიციის სტანდარტულ მოდელ Ford Interceptor-თან შედარებით უფრო ძვირია და უფრო მეტ საწვავს მოიხმარს. არსებობს მოსაზრება, რომ ავტომობილის გაყიდვა მის შენახვაზე უფრო ეფექტიანი და ეკონომიური გადაწყვეტილება იქნებოდა.

კომენტარები