თბილისის ზოოპარკში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ცხენების ვოლიერთან მდებარე თავლას გაუჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა გათიშულია ატრაქციონები. ხანძრის შედეგად არც ადამიანები და არც ცხოველები არ დაშავებულან. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერეჯერობით ცნობილი არ არის. ადგილზე სახანძროს ბრიგადები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
tbl.ge/2tq
დაკოპირდა