საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდნენ. უმრავლესობის ლიდერების განმარტებით, შეხვედრაზე საარჩევნო კონდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრეს. ცვლილებები მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლას ეხება.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსის ის ვარიანტი, რომელსაც პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს, მოსაწონი იყოს ამომრჩევლისთვის და არ გახდეს თავდასხმის და კრიტიკის ობიექტი გარე ძალებიდან, თუ სხვადასხვა ინსტიტუტებიდან," - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ.
უმრავლესობის სხდომა