ელისაშვილი ჩემთან ერთად ეთერში არ ჯდება, რადგან ეშინია, საზოგადოებას თვალებში შეხედოს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახონ, რა სახიფათო მატყუარასთან გვაქვს საქმე, ამიტომ მე მოთხოვნას ვტოვებ ძალაში. ჟურნალისტებთან მაქვს ერთი თხოვნა - დაუსვით მას კონკრეტული კითხვა - ეკა ბესელია რა ფორმით, რა საშუალებით, რა მეთოდით ახდენდა მასზე რაიმე სახის ზეწოლას. ეს ადამიანი, არამარტო პატიმართმოძულე, არამედ ქალთმოძულეცაა. ისეთ ეპითეტებს იყენებს, მე არ ვიცი, სად გაიზარდა და რა კულტურისაა. ასეთი ამაზრზენი ფრაზებით თხზავს ტყუილს.
tbl.ge/noo
დაკოპირდა
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილ ხელმძღვანელ ალეკო ელისაშვილზე.
ამავე თემაზე
- კახიძე შეწყალებაზე: უნდა გავარკვიოთ, რა მოტივაცია ამოძრავებდა პრეზიდენტს
- ევროპული საქართველო შეწყალების საქმეზე საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
- კაპანაძე: შეწყალებაზე გამოძიების შემდეგ, შესაძლოა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს
- ნადირაშვილი: პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პოლიტიკური ნეპოტიზმით არის დაკავებული
- შეწყალების საქმეზე პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის კიდევ 5 თანამშრომელი დაიბარეს