საქართველოში ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები

შსს: 2015 წლის დეკემბერში საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც:

2015 წლის დეკემბრის თვე 465 962 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 7 %-ით მეტია.

"ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 155 048 ვიზიტი (ტურიზმი საერთო რაოდენობის 33,3%-ს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6,2%-ით მეტია);

ბ) ტრანზიტი - 89 141 ვიზიტი (ტრანზიტი საერთო რაოდენობის 19,1%-ს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 2,2%-ით მეტია);

გ) სხვა - 221 773 ვიზიტი (სხვაგვარი ვიზიტების რაოდენობა, საერთო რაოდენობის 47,6%-ია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9,6%-ით მეტია).

რაც შეეხება იანვარ-დეკემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 897 685 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

2015 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+3,8%), თურქეთიდან (+1,8%), აზერბაიჯანიდან (+4,6%), რუსეთიდან (+13,3%) და უკრაინიდან (+10,3%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერშიც გამოირჩნენ იტალია, ლიტვა, ლატვია და გერმანია (შესაბამისად 15%, 13%, 13%, და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (51%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (40%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბათა გაერთიანებული საემიროები - 675% და საუდის არაბეთი - 80%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა", - ნათქვანუა შს სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები