თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტებზე

მინდიაშვილი: მართლმადიდებლობის უპირველესი მტერი ისაა, ვინც ძალადობს

ერთი წყაროა საპატრიარქო და მისი მესვეურები, რომლებიც შეუწყნარებლობით გამოირჩევიან და მეორე, უმთავრესი წყარო ამ ძალადობრივი ფონის შექმნის არის დაუსჯელობის განცდა. განსაკუთრებული ძალა ამ მოვლენამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მიიღო, არ ხდება ადეკვატური რეაგირება სიძულვილით განპირობებულ დანაშაულზე. ვერ დამისახელებთ ვერცერთ ფაქტს, როდესაც ან განსხვავებული რწმენის ან განსხვავებული შეხედულებების გამო, ან განსხვავებული კულტურული იდენტობის გამო მომხდარ შემთხვევებზე ხდება სამართლებრივი რეაგირება ისეთი, როგორიც არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსით და ა.შ. 150-ზე მეტი შემთხვევაა, როდესაც არანაირი შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა სახელმწიფოს, სამართალდამცველების მხრიდან. იმიტომ, რომ, ერთის მხრივ, არ არსებობს პოლიტიკური ნება და მეორეს მხრივ, პოლიტიკოსები თვითონ წაახალისებენ ხოლმე ამ ტიპის დანაშაულს - ან უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დიალოგზე საუბრით, ან მიზეზების ძებნით - "ვინმემ ხომ არ შეაგინა?", ვთქვათ, ან იმით, რომ არ შეიძლება საპატრიარქოს ან რომელიმე სასულიერო პირის კრიტიკა. უპირველესი მტერი მართლმადიდებლობისა არიან ის ადამიანები, რომლებიც ძალადობენ ან გამოხატავენ შეურაცხყოფას განსხვავებული აზრისადმი. ქრისტიანობა გამორჩეულია, რადგან ის ქადაგებს მხოლოდ და მხოლოდ შემწყნარებლობას და მეტ სიყვარულს განსხვავებულისადმი. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც თავს ესხმიან განსხვავებულებს, გნებავთ სიტყვით ან ფიზიკურად, უპირველესი მტრები არიან ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის.

 

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმის რელიგიურ მოტივზე გადაცემა თეორემაში.

კომენტარები