არჩევნები გარდაბანში

ენმ-ის კანდიდატი: ხმა მივეცი გარდაბანში უმოქმედობის დასრულებას

ბესიკ კახაბრიშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გარდაბანში მიმდინარე არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატმა ბესიკ კახაბრიშვილმა. მისი თქმით, ხმა მისცა გარდაბნის განვითარებას.

„ხმა მივეცი გარდაბანში უმოქმედობის დასრულებას. ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ", - განაცხადა ბესიკ კახაბრიშვილმა.

დღეს გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები იმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გარდაბანში ხმის მიცემის პროცესი "მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს".
გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო ქართული ოცნებიდან - გოჩა ჯამარაული.

კენჭისყრის პროცესი საღამოს 20:00 სთ-ზე დასრულდება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს კომისიის სპეციალურ ვებგვერდზე - results.cec.gov.ge.

კომენტარები