არჩევნები გარდაბანში

კობახიძე: გარდაბანში არჩევნებს ძალიან დიდი უპირატესობით ვიგებთ

ქართული ოცნება დაიცავს თითოეული გარდაბნელის ხმას და არავის მისცემს საარჩევნო პროცესებისთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობას. საერთო ვითარებაა ასეთი - არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად დაცულია საარჩევნო წესები, და პროცედურები. არანაირი ინტერესი არ გვაქვს, რომ თუნდაც მცირედით მოხდეს კანონის გადაცდომა, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი, ძლიერი პოზიციები, ვიგებთ ძალიან დიდი სხვაობით, ძალიან დიდი უპირატესობით არჩევნებს. აქედან გამომდინარე, ჩვენს ინტერესშია, რომ არჩევნები წარიმართოს მაქსიმალურად მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გარდაბანში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები