არჩევნები გარდაბანში

ცესკო: 17:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა აქტივობა 26,2%-ია

ცესკო

17:00 საათის მდგომარეობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა აქტივობამ 26,2 % შეადგინა. ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 71 847 ამომრჩევლიდან 17.00 საათის მდგომარეობით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 18 813 პირმა.

"საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. დღის განმავლობაში მხოლოდ პროცედურული სახის ხარვეზები დაფიქსირდა. ამ დროისთვის უბნებზე დაწერილია 18 საჩივარი, ხოლო ერთი საჩივარი შესულია საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც ასევე ეხება პროცედურულ დარღვევას", - თქვა მიქელაძემ.

მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი ცესკო-ში 20.30 საათზე გაიმართება.

კომენტარები