არჩევნები გარდაბანში

კობახიძე: სუს-ი არსად არ ფიგურირებს, ეს თითიდან გამოწოვილი პროვოკაციაა

სუს-ის სახელი ტრიალებს მთელი დღის განმავლობაში, მაშინ, როდესაც არც ერთხელ არ დადასტურდა არც ერთი ფაქტი სუს-ის რაიმე ფორმით ჩართულობისა საარჩევნო პროცესებში. ამას ატრიალებენ ოპონენტები შეგნებულად. სუს-ი არსად არ ფიგურირებს, ეს არის თითიდან გამოწოვილი პროვოკაცია. ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს, ჩვენს ინტერესებში არ შედის არანაირი პროვოკაცია, არანაირი ინციდენტი. სამწუხაროდ, პროვოკაციები ხელს აძლევს ჩვენს ოპონენტებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავაფრთხილებთ მედია, ვთქვით, რომ პროვოკაციები იყო მოსალოდნელი და შედეგსაც ვხედავთ. 

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გარდაბნის მე-2 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე

კომენტარები