არჩევნები გარდაბანში

წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნების კანდიდატი - 67.4%, ენმ-ის - 32.5%

ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. მონაცემები დათვლილია 37 უბანზე. გარდაბნის მუნიციპალიტეტში სულ 64 უბანი იყო გახსნილი. 

წინასწარი შედეგების თანახმად, გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი გოჩა ჯამარაული ლიდერობს 67.49%-ით (7771 ხმა), ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ბესიკ კახაბრიშვილს 32.51% აქვს (3743 ხმა). კიდევ დასათვლელია 27 საარჩევნო უბნის შედეგები.

 

კომენტარები