არჩევნები გარდაბანში

ცესკო: ქართული ოცნების კანდიდატი - 70.1%, ენმ-ის - 29.8

ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. მონაცემები დათვლილია 64-ვე საარჩევნო უბანზე.

შედეგების თანახმად, გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი გოჩა ჯამარაული ლიდერობს 70.15%-ით (16 104 ხმა), ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ბესიკ კახაბრიშვილს 29.85% აქვს (6851 ხმა). 

კომენტარები