არჩევნები გარდაბანში

პრემიერი: ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ შესაძლო პროვოკაციებს არ ავყვეთ

გუშინ ჩატარდა არჩევნები გარდაბანში, მინდა, ყველა დამკვირვებელს და არასამთავრობო ორგანიზაციას ვუთხრა მადლობა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა, გამარჯვებულს მივულოცო. ძალიან კარგია, რაც მან განაცხადა, რომ ის იქნება ყველას გამგებელი და ეს მისასალმებელი განცხადებაა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნების დროს იყო გარკვეული დაძაბულობა საარჩევნო უბნების გარეთ. მოვუწოდებ ყველა მხარეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, მმართველი ძალის მხარდამჭერებსაც, რომ მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა. ჩვენ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ოქტომბერში. მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებს განსაკუთრებული ყურადღებით და ჩვენთვის ეს არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელმაც საქართველოს პოზიცია, როგორც ევროპული ქვეყნის, კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ მართლაც ევროპული ქვეყანა, ვართ მაღალი კულტურის ქვეყანა. მიუხედავად ყველანაირი პროვოკაციისა, რაც შესაძლოა მოხდეს, ვიღაცას შესაძლოა აწყობდეს გარკვეული არეულობა, ჩვენ, მმართველ ძალას გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია და ძალგვიძს, ჩავატაროთ მართლაც სამართლიანი არჩევნები

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩატარებული არჩევნების შესახებ.

კომენტარები