პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

კუბლაშვილი: პრეზიდენტს დასამახსოვრებელი არაფერი არ უთქვამს

სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, მაგრამ რეალურად მის სიტყვაში დასამახსოვრებელი არაფერი არ იყო. ეს არის ძალიან ცუდი მოცემულობა. ისეთ საკითხებზე, როგორიც არის თუნდაც გაზპრომი, რაღაც ახალი უნდა თქმულიყო დღეს, ამ ტრიბუნიდან, პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტის მოხსენებაში დღეს დარწმუნებული ვარ, ვერცერთი მოქალაქე თავის თავს ვერ იპოვიდა. ეს არის მთავარი ფუნქცია პრეზიდენტის. მინდოდა მოსმენა იმ ხედვების, რაც პრეზიდენტს აქვს შექმნილ სიტუაციაში, ვთქვათ, ეკონომიკაში და არა ზოგადი სადღეგრძელოების იმაზე, რომ ყველაფერი კარგად უნდა იყოს და თურმე კარგია, რაც შემოგვთავაზა მთავრობამ... ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადავდგით და მივეცით საშუალება, რომ თავისი შეცდომა ეღიარებინა. მას რომ ეთქვა, რომ არასწორი იყო, როცა მთავრობამ მინისტრი მარგველაშვილის მონაწილეობით მიიღო გადაწყვეტილება გადასახადების არდაწევასთან დაკავშირებით, ეს ორი წინადადება რომ ეთქვა, ის დაამკვიდრებდა სრულიად ახალ კულტურას ქართულ პოლიტიკაში. მაგრამ პრეზიდენტს, სამწუხაროდ, ძალიან ზოგადი წარმოდგენა აქვს პრობლემებზე. 

პოლიტიკური გაერთიანება გირჩის წევრი პავლე კუბლაშვილი პრეზიდენტის გამოსვლაზე.

კომენტარები