ლარის გაუფასურება

ქადაგიძე: სწორი პოლიტიკის პირობებში, ლარს ექნება გამყარების ტენდენცია

სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, შეცდომების გამოსწორების პირობებში, გაათმაგებული ენერგიით იმ გამოწვევებზე პასუხის პირობებში, არა თუ არის ამის შესაძლებლობა, არამედ ლარს აუცილებლად ექნება გამყარების ტენდენცია. ეს არის შესაძლებელი, ეს მომხადარა ასევე  საქართველოს უახლეს ისტორიაში- 2,42-დან ჩამოვიდა კურსი და 1,4 ლარიც კი იყო, მაგრამ კურსი - ეს არის იმ პროცესების სარკე, რომლებიც მიმდინარეობს ეკონომიკაში. რატომ არ შეიძლება, რომ ეროვნული ბანკის მიმართ ვაწარმოოთ ეს კამპანია? როდესაც სარკეში ვიყურებით და არ მოგვწონს რაღაც, სარკის მტვრევას არანაირი აზრი არ აქვს. უნდა გავარკვიოთ რა არის მიზეზი იმისა, რაც არ მოგვწონს და მერე გამოვასწოროთ. თუ ჩვენ ამას გამოვასწორებთ, ლარის გაცვლით კურსს ნამდვილად ექნება გამყარების ტენდენცია საშუალოვადიან პერიოდში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები