მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

ქუთაისში, პარლამენტთან აქცია "არ დაიჭირო" იმართება

მოძრაობა "2 ივნისი"

მარიხუანის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტთან აქცია "არ დაიჭირო!" იმართება. აქციის მონაწილეები დეპუტატებს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ გოგა ხაჩიძის კანონპროექტს. მათი მოსაზრებით, მარიხუანას მოხმარებისთვის გამო პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია.

"ჩვენ არ შევურიგდებით ადამიანების დაჭერას მარიხუანის მოხმარების გამო. ბოლომდე ვიბრძოლებთ, იქამდე, სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება ციხეში და ერთ ადამიანს დააკავებენ ამის გამო. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტარები გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნას და შეწყვეტენ ადამიანების დაჭერას", - თქვა აქციის მონაწილემ, მოძრაობა 2 ივნისის წევრმა ლექსო მაჭავარიანმა.

აქციის მონაწილეთა თქმით, მარიხუანას მოხმარება კრიმინალი არ არის და თავისუფლების აღკვეთით არ უნდა ისჯებოდეს.

კომენტარები