იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მამუკა ახვლედიანი შეგნებულად თავს არიდებს სხდომაზე გამოცხადებას და პასუხების გაცემას იმ შეკითხვებზე, რომელიც არსებობდა. ამდენად, გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ ხმათა უმრავლესობით. საბჭომ ჩათვალა, რომ მან იმოქმედა პროცედურების დაცვით და მიიღო სწორი გადაწყვეტილება. ყველა წუთს და საათს აქვს მნიშვნელობა, როდესაც სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას უკავშირდება საკითხი, როდესაც სასამართლოში შესულ საქმეების განაწილებას უკავშირდება.