ECRI-ის ანგარიში

ECRI: უნდა შეიქმნას პოლიციის სპეციალური დანაყოფი ჰომოფობიასთან ბრძოლისთვის

საქართველოს მთავრობა

ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოს შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. კომისია ხელისუფლებას აძლევს რეკომენდაციას, შექმნას პოლიციის სპეციალური დანაყოფი, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე იმუშავებს.

"ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შექმნას პოლიციის სპეციალიზებული დანაყოფი, რომელიც საგანგებოდ იმუშავებს რასისტული და ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულებზე. ამ დანაყოფის შექმნისას ხელისუფლებამ კომპეტენტური საექსპერტო რჩევისთვის უნდა მიმართოს სახალხო დამცველს, ასევე, შესაბამის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს", - ნათქვამია ანგარიშში.

კომისია ასევე იძლევა რეკომენდაციას, ეცნობოს საზოგადოებას სისხლის სამართლის იმ დებულებებზე, რომლებიც რასობრივად მოტივირებულ, რელიგიური შეუწყნარებლობის ან ჰომო/ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილ ქმედებათა დასჯის საშუალებას იძლევა; ასევე ხელი შეუწყონ მსხვერპლთ, რომ გაასაჩივრონ ამგვარი ქმედებები. ECRI-ის დამატებითი რეკომენდაციით, უნდა დაიწყოს ცნობიერების ამაღლების პროგრამები სკოლებსა და უნივერსიტეტებში რასისტულ და ჰომო/ტრანსფობიურ სიძულვილთან საბრძოლველად.

კომენტარები