ეს [გოგი თოფაძის განცხადებები] არის ძალიან მიზანმიმართული კამპანია, კონკრეტული ამოცანის მატარებელი, რომ ქართული პოლიტიკური სივრციდან, რამდენადაც მას ეს შეუძლია რა თქმა უნდა, დისკომფორტი შეუქმნან პროდასავლურ, ევროპულ, ევროატლანტიკურ პოლიტიკურ ძალებს და ეს არ არის რესპუბლიკური პარტია. პირველივე დღიდან გაკეთდა განცხადებები ჩვენი მხრიდან [რესპუბლიკური პარტია] და ზუსტად იგივე თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმაც, ეს არის კოალიციის საწინააღმდეგო ქმედება, ეს არის იმ მმართველი კოალიციის საწინააღმდეგო მოქმედებები, რომლის წევრებიც თვითონ არიან და რომელსაც სრულიად ღიად აქვს დეკლარილებული ქვეყნის კურსი პროევროატლანტიკური მიმართულებით.
დაპირისპირება კოალიციაში
ხიდაშელი: ეს მიზანმიმართული კამპანიაა დასავლური პოლიტიკურ ძალების წინააღმდეგ
tbl.ge/scv
დაკოპირდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კოალიციაში მიმდინარე დაპირისპირებებთან დაკავშირებით, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.
ამავე თემაზე
- სამნიძე: პოზიციებს მაშინ დავტოვებთ, თუ თანამშრომლობა შეუძლებელი გახდება
- ხიდაშელი: მთავრობაში არავითარი ცვლილება არ იგეგმება
- კალაძე: არანაირი სტრატეგიული შეთანხმება მხოლოდ ორ პარტიას შორის არ მიმდინარეობს
- ხიდაშელი: კამპანია ოპოზიციაში გადასვლას ემსახურებოდა, არსად ვაპირებ წასვლას
- ხიდაშელი: სისტემური კამპანიის წარმართავი ძალები მეზობელ ქვეყანაში უნდა ვეძებოთ