მე რამდენადაც საჯარო სივრცეში ვუსმენდი ბატონი ალეკო ელისაშვილის საპასუხო განცხადებას, ის მოითხოვს, რომ დაიწყოს გამოძიება ამ თემაზე, რაც შეიძლება დროულად და რაც შეიძლება ეფექტურად. იმიტომ, რომ ის თავად არის დარწმუნებული და მეც დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ფაქტს არ შეიძლებოდა. ადგილი ჰქონოდა. თუმცა, გამოძიება აუცილებლად უნდა წარიმართოს და ყველა ასეთ გაუგებრობასა და კითხვას დროულად უნდა გაეცეს პასუხი. ჩემთვისაც და ფართო საზოგადოებისთვისაც უცნობია, რომელ საქმეზე რომელი მსჯავრდებულის წერილია და კონკრეტულად რატომ ითხოვდა, თუ ითხოვდა ვინმე ამ გათავისუფლებისთვის რაღაც გასამრჯელოს. ეს არის წარმოუდგენელი. მე წელიწადი და რვა თვეა, ამ კომისიის თავმჯდომარე ვარ, მანამდე ვიყავი კომისიის წევრი და მინდა, დავარწმუნო საზოგადოება და პირველ რიგში, დავარწმუნო თავად მსჯავრდებულები, რომ ეს პრაქტიკა ბუნებაში არ არსებობს. თუ ვინმეს აქვს წარმოდგენა ან ოდესმე ყოფილა ასეთი რამ და მე არ ვიცი. ოდესმე ყოფილა თუ არა ასეთი რამ, რომ მსჯავრდებულების შეწყალების მექანიზმებში ყოფილა გამოყენებული ასეთი მანკიერი მომენტები. არა ვარ დარწმუნებული და მინდა მჯეროდეს, რომ ასეთი რამ ადრეც არ ყოფილა. მაგრამ ახლა მინდა დაგარწმუნოთ, რომ მსგავსი პრეცედენტები არ არის, რადგან ასე კოლეგიურად შეწყალების კომისიას არასოდეს უმუშავია და ყველა საქმეს პირადად განიხილავს პრეზიდენტი. რამდენიმე საქმეზე შეთავაზებიდან პრეზიდენტმა განაცხადა უარი.
tbl.ge/xxn
დაკოპირდა
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ეკა ბესელიას განცხადებაზე, რომ ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.
ამავე თემაზე
- წულუკიანი: შეწყალების კომისიაში უნდა იყვნენ პროფესიონალები და არა მწერლები და მხატვრები
- პრეზიდენტის ინიციატივით, შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა
- პრეზიდენტის უარი ბოლო შეწყალებაზე - "ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ"
- საქართველოს პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა
- საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა