შეზღუდვები გზებზე

15:30 საათიდან 17:30-მდე ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრამდე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს 15:30 საათიდან 17:30 საათამდე  ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მეტროს მიმართულებით ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. მერია მიზეზად ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ასფალტის საფარის დაგებას ასახელებს.

„საპირისპირო მიმართულებით გადაადგილება შეზღუდვის გარეშე იქნება შესაძლებელი. ხიდის სავალ ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 მარტს დასრულდება და ორმხრივი მოძრაობა აღდგება“,- ნათქვამია მერიის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები