შეზღუდვები გზებზე

ხვალ 11:00-დან 13 საათამდე აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 12 მარტს, 11:00-დან 13:00 საათამდე, სატრანსპორტო მოძრაობა დ. აღმაშენებლის გამზირზე N24 სკოლიდან მარჯანიშვილის მოედნამდე გადაიკეტება.

თბილისის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, მოძრაობა მარათონი - „ჩემი გაზაფხული“-ს ჩატარების გამო შეიზღუდება.

"მარათონი ჩემი გაზაფხული ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, 2015 წლიდან ტარდება, რომელიც ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მარათონში მონაწილეობას მიიღებენ ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები”,- ნათქვამია თბილისის მერიის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები