აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

კარასინი: ვშიშობ, ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი

ახლა მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ანტირუსული პროვოკაციული რიტორიკის აშკარა ზრდაა, რომელიც ისმის თბილისშიც და საერთაშორისო არენაზეც, ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც. ყველაზე საწყენი კი ის არის, რომ ეს ისმის ოფიციალური წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, მინისტრების და პრეზიდენტის მხრიდანაც კი. რასაკვირველია ჩვენ ამას ვაქცევთ ყურადღებას, ვცდილობთ, არ ვუპასუხოთ ყველა ჩხვლეტას, მაგრამ საკუთარი თავისთვის დასკვნებს ვაკეთებთ. ახლა სწორედ იმ წყალგამყოფის წინაშე ვართ, რომელიც უნდა გავიაროთ. ჩვენ ან კონფრონტაციის პერიოდს და იმ სიუჟეტების ძებნას ვუბრუნდებით, რომელიც ჩვენ ისევ წაგვაჩხუბებს ან თანდათან დავალაგებთ ნორმალურ პატივისცემაზე აგებულ ურთიერთობას და სწორედ ამ კონტექსტში გადავწყვეტთ ორმხრივ ამოცანებს. ყველა პოლიტიკოსს უნდა, გაამკაცროს თავისი პოზიცია და აჩვენოს, რომ ის ყველაზე დიდი პატრიოტია, ხისტი და შეურიგებელი მებრძოლია ე.წ. რუსული ექსპანსიის და საფრთხეების წინააღმდეგ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ. მოწესრიგებულ საზოგადოებაში, როგორც წესი, ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში, პრაღაში. [რუსთავი 2-ის თარგმანი]

კომენტარები