ფარული ვიდეოჩანაწერები

ბოკერია: ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ხელისუფლებას წნეხს უმსუბუქებს

ენმ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ, გადაცემა თეორემაში სტუმრობისას, კომენტარი იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებებზე გააკეთა, რომლებიც ბოლო დროს საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მასობრივ გამოქვეყნებასა და მუქარაში რუსულ კვალს ხედავენ. 

"მე ძალიან გამიკვირდა იმ პოლიტიკური, თუ თითქმის პოლიტიკური ჯგუფებისგან [თავისუფალი დემოკრატები და გირჩი], ხელისუფლებისთვის კომფორტული ნარატივის წინ წამოწევა, როცა ისინი ხელს იშვერენ რუსეთისკენ. ანუ, აქ არანაირი წყალგამყოფი არ არსებობს რუსეთსა და იმას შორის, რასაც ივანიშვილი აკეთებს ამ მიმართულებით.

აქ საუბარია მთავარ აქცენტზე. ეს ყველაფერი სწორედ იმ პიარის მეთოდია, რომ შეამსუბუქო წნეხი ხელისუფლებაზე. არ ვიცი, ეს შეგნებულად კეთდება თუ შეუგნებლად, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. რეალურად, არა მხოლოდ ფორმალურად არის ხელისუფლება ვალდებული გამოიძიოს, ვინც არ უნდა აკეთებდეს ამას [ავრცელებდეს ფარულ ჩანაწერებს], მტრული სახელმწიფო როცა მოქმედებს, მათი პასუხისმგებლობაა, - იმოქმედონ", - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები