შეზღუდვები გზებზე

მერია: ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა შეიზღუდება მარცხენა სანაპიროზე

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ. 

როგორც მერიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, უნდა დადაბლდეს ასფალტის არსებული საფარი, რათა გაიზარდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა აღარ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია.

"ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების მეორე ეტაპზე ეწყობა ხიდის ქვეშ არსებული საფეხმავლო გადასასვლელი", - წერია თბილისის მერიის განცხადებაში.

კომენტარები