სიას რაც შეეხება, ჯერჯერობით ჩვენთვის არ არის მიზანშეწონილი არცერთი სახელის და გვარის დაკონკრეტება, ამისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ გუნდის გაძლიერება იმ სფეროებში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მართებს პარლამენტს, სადაც განსაკუთრებით საჭიროა საპარლამენტო მნიშვნელობის გაძლიერება. ეს არის სწორედ კანონშემოქმედებითი სფერო, ეს არის ეკონომიკის სფერო და საგარეო ურთიერთობების სფერო. ეს არის სამი პრიორიტეტული მიმართულება და ამაზე განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ. 2030-ში წარმოდგენილი არიან კვალიფიციური ადამიანები, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ საზოგადოების წევრებიც აღმოჩნდნენ ჩვენს სიაში.
tbl.ge/5v
დაკოპირდა
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საარჩევნო სიების შესახებ.
ამავე თემაზე
- ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში - კობახიძე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე
- ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ