პირადი კადრები

ნიშნიანიძე: ოჯახის სიწმინდეზეა ლაპარაკი, მეჭიაურს გამაოგნებელი არაფერი უთქვამს

გამაოგნებელი ვერაფერი დავინახე ბატონი თამაზის განცხადებაში. ის ამბობს, რომ თუკი არის ასეთი რამ... არ მგონია, რომ იყოს, ღმერთმა დაგვიფაროს. მაგრამ თუ არის, ბუნებრივია, არ იქნება სასიამოვნო და განსაკუთრებით, თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მოხელეთა შორის არის ვინმე ასეთი, რა თქმა უნდა, ის ჩვენ გვაზარალებს - ჩვენს პოლიტიკას, ჩვენს სახელმწიფოებრიობას... ეს ძალიან საზიანო იქნება და ალბათ, უნდა დატოვოს [თანამდებობა]. ჩვენ ვიცით დასავლეთის მაგალითები. თუ დასავლეთის გზას მივყვებით და თუ ჩვენთვის სამაგალითოა დასავლეთი, ვიცით, რომ უბრალოდ ოჯახის ადამიანზე და ოჯახის სიწმინდეზეა ლაპარაკი. როდესაც ის რაიმეში არის შემჩნეული, ის, რა თქმა უნდა, თანამდებობას ტოვებს და მას პასუხს თხოვენ. ვიცით უმაღლესი რანგის გენერლები, რომლებსაც თანამდებობა დაატოვებინეს, ვიცით პრეზიდენტები ამასთან დაკავშირებით. ასე რომ, არაფერი უჩვეულო და საგანგაშო არ არის. ბატონ თამაზს არ უთქვამს, რომ ვინმე არის ან რაიმე ნანახი აქვს. რა თქმა უნდა, არა, ღმერთმა დაგვიფაროს. არც მაქვს განცდა, რომ ვინმე იქნება ჩვენთა შორის, მაგრამ თუ რამეა, ჩვენ ვისწრაფით უკეთესობისკენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე. მეჭიაურმა გუშინ თქვა, რომ ის თანამდებობის პირები, რომლებზეც ჩანაწერები არსებობობს, უნდა გადადგნენ.

კომენტარები