პირადი კადრები

ომბუდსმენი: სანამ არ გვიპასუხებენ, ვინ შექმნა კადრები, მანამ იქნება კითხვა პოლიტ. მოტივებზე

სანამ თუნდაც ერთ-ერთ გავრცელებულ კადრთან დაკავშირებით არ გვექნება პასუხი თუ ვინ შექმნა, ვინ ატვირთა და ვინ გაავრცელა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იარსებებს ის ლეგიტიმური კითხვები და მოსაზრებები, რომ შესაძლებელია, ამ ტერორის უკან გარკვეული პოლიტიკური მოტივები იმალებოდეს.

ამიტომ, ჩვენ, საზოგადოება გარკვეულწილად შეიძლება შევეგუეთ, რომ გავრცელებული კადრების შემდგომ ვერასოდეს ვიგებთ, ვინ დგას ამ კადრების გავრცელების უკან, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ სულ მინიმუმ ჩვენ უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია - რატომ ვერ იძიებს ამ გარემოებებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ხელმეორედ გავრცელებაზე.

კომენტარები