ეკონომიკური ზრდა

ხორგუაშვილი: საქართველოში შექმნილი ყოველი ლარიდან 34 თეთრს მთავრობა განკარგავს

ზვიად ხორგუაშვილი
თეორემა/ტაბულა

თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორის ზვიად ხორგუაშვილის შეფასებით, დაბალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ეკონომიკაში მთავრობის მაღალი წილია. ხორგუაშვილი ამბობს, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების წილი საქართველოს ეკონომიკაში 34%-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში დახარჯული ყოველი ლარიდან 34 თეთრის მხარჯველი მთავრობაა. 

"ეკონომიკურ ზრდას პირველ რიგში იწვევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ასევე ეკონომიკური ზრდა პირდაპირ დამოკიდებულია მთავრობის ზომაზე ეკონომიკაში. დღეს რომ ავიღოთ ნაერთი ბიუჯეტი, გამოდის, რომ 34-პროცენტიანი წილი აქვს მთავრობას მთლიან შიდა პროდუქტში; ყოველ შექმნილ 1 ლარზე მთავრობა განკარგავს 34 თეთრს. ამ 34 თეთრის წილი რაც უფრო ნაკლებია, მით უფრო მაღალია ეკონომიკური ზრდა", - მაესტროსთან საუბარში ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.

საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის პირველ ორ თვეში ეკონომიკური ზრდა 1.7% იყო, ბიუჯეტით კი მთავრობას 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა აქვს დაგეგმილი. 

კომენტარები