ვახტანგ გომელაურის მოსმენა

უმცირესობა გომელაურის პარლამენტში მისვლას ხვალ ითხოვს

სერგო რატიანი
თეორემა/ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობა სუს-ის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომალურის პარლამენტში მისვლას ისევ ითხოვს. სერგო რატიანის თქმით, დღევანდელი პლენარული სესიის ჩაშლის გამო უმცირესობის წევრებმა გომელაურს კითხვები ვერ დაუსვეს, რის გამოც, მის პარლამენტში მისვლას ხვალ ითხოვენ.

"დღეს სამჯერ გაიმართა კენჭისყრა პარლამენტში და დეპუტატების რაოდენობა ყოველ ჯერზე იკლებდა. ჩვენ გვქონდა შეთანხმება, რომ ოთხშაბათის სხდომაზე გომელაური გამოიტანდა ანგარიშს, რადგან პარასკევს ის მიდიოდა უკვე მივლინებაში. სწორედ ამიტომ ვითხოვთ, რომ ხვალ გომელაური შეხვდეს უმცირესობას. ჩვენ არ გვინდა კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ იზორიას. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. სავალალო მდგომარეობაში იმყოფება უმრავლესობა და ისინი გაურბიან უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენას პარლამენტში", - თქვა რატიანმა.

დღეს პარლამენტში სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

კომენტარები