პრემიერის შეხვედრა მედიასთან

კვირიკაშვილი: მე არ მჭირდება იმის დამტკიცება, რომ დამოუკიდებელი ლიდერი ვარ

მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მე დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვიქნები. მე ვფიქრობ, რომ მე ამის დამტკიცება არ მჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში გაცილებით უფრო სერიოზული გამოწვევები გვაქვს. ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ შევქმნათ უსაფრთხოების ისეთი დონე, როდესაც ადამიანებს საშუალება ექნებათ საკუთარი ინიციატივები განახორციელონ და უსაფრთხო პირობებში შეძლონ დამატებითი შემოსავლის მიღება და საკუთარი ოჯახების უკეთესად უზრუნველყოფა. ეს არის ჩვენი ამოვანა, რომ მაქსიმალურად შევიწროვებულ ვადებში დავძლიოთ ეს გამოწვევები.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიასთან შეხვედრისას, კითხვაზე არის თუ არა მისი მთავარი გამოწვევა იმის დამტკიცება, რომ დამოუკიდებელი ლიდერია.

კომენტარები