პრემიერის შეხვედრა მედიასთან

ჩერგოლეიშვილი: კვირიკაშვილი არის პროცესების დამკვირვებელი და არა წამმართავი

შეხვედრამ ჩაიარა ძალიან ცივილიზებულად. აქ მე მკითხეს განსხვავება წინა პრემიერთან შედარებით, განსხვავება ალბათ ეს იყო, ასე ცივილიზებულად შეხვედრა სავარაუდოდ ვერ ჩაივლიდა წინა პრემიერთან. ეს ადამიანი წყნარი და მონოტონური მოსაუბრეა. რასაკვირველია მადლობა გადავუხადე მოწვევისთვის, მე პირველად მომეცა შესაძლებლობა მთავრობის, თუნდაც ფორალურ მეთაურს კითხვა დავუსვა, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მეპატიჟებოდა ხოლმე, ღარიბაშვილი კი ასეთ შეხვედრებს არ მართავდა. რაც შეეხება თვითონ შეხვედრას, მე უკვე პრემიერსაც გავუზიარე ჩემი დაკვირვება, ის გვესაუბრა არა როგორც პროცესებზე პასუხისმგებელი პირი, არამედ როგორც დამკვირვებელი. ის ბევრ რამეში დაგვეთანხმა კიდეც, დაგვეთანხმა, რომ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე ვითარება, დაგვეთანხმა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ხარვეზებით არის და ჯობს რომ ის იყოს ადამიანების საჭიროებებზე მიმართული, დაგვეთანხმა, რომ პრორუსული მედიის დაფინანსება ცუდია, დაგვპირდა რაღაც-რაღაცების გადამოწმებას, მე ახლა მივცემ მას იმის კრედიტს, რომ ახლა, ამჯერად გადაამოწმებს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ასეთი დაპირებები მისგან როდესაც მას ირჩევდა პარლამენტი პრემიერის პოსტზე და გადამოწმების შედეგების შესახებ არაფერი ვიცოდით. აქედან გამომდინარე, მთავარი ჩემი დაკვირვება არის ის, რომ დღევანდელი ჩვენი პრემიერი არის პროცესების დამკვირვებელი და არა პროცესების წამმართავი.

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, პრემიერის მედიასთან შეხვედრის შესახებ

კომენტარები