პრემიერის შეხვედრა მედიასთან

კვირიკაშვილი: მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის, ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ

ჩემი აზრი პირადად, გახლავთ ასეთი, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავახალისოთ თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება და შეფასებები ამ კუთხით უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმას, რომ ახალგაზრდა, რომელმაც მსუბუქი ნარკოტიკი მოიხმარა დავაპატიმროთ, არასწორი გადაწყვეტილებაა, იმიტომ, რომ ამით ჩვენ ამ ახალგაზრდებს შეიძლება დავუნგრიოთ სიცოცხლე და მოვუსპოთ იმის შანსი, რომ მან მომავალში აღარ მოიხმაროს ეს ნარკოტიკი.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიასთან შეხვედრისას, მსუბუქი ნარკოტიკების თემასთან დაკავშირებით

კომენტარები