პრემიერის შეხვედრა მედიასთან

კვირიკაშვილი: ივანიშვილი ძალიან ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს ქართულ პოლიტიკაში

ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი დღევანდელ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია, არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ეს ასე არ არის. მე მაქვს მასთან [ივანიშვილთან] ძალიან ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა. ჩემი დამოუკიდებლობის შეფასება ყველაზე კარგად, ჩვენს თანამოქალაქეებს შეუძლიათ. ივანიშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქართულ პოლიტიკაში და ვფიქრობ რომ კიდევ არაერთ სასიკეთო საქმეს გააკეთებს. მე ყოველთვის მქონდა მასთან ძალიან გულწრფელი, ღია ურთიერთობა, არასდროს არ ვერიდებოდი მასთან დებატებს და მე მასთან არაერთ საკითხზე მქონია მწვავე კამათი. რაც შეეხება მის ჩართულობას ქართულ პოლიტიკურ მომავალში და წინასაარჩევნო პროცესში, მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დადებითი იქნება, ის გახლავთ ქართული ოცნების დამფუძნებელი, მას აქვს იმის მორალური უფლება, რომ საკუთარ მოსაზრებები და მხარდაჭერა გამოთქვას, ამას მას ვერავინ აუკრძალავს და ამაში მე განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიასთან შეხვედრისას, ბიძინა ივანიშვილის როლზე ქართული პოლიტიკის მომავალში.

კომენტარები