პრემიერის შეხვედრა მედიასთან

კვირიკაშვილი: რესპუბლიკელი მინისტრების გათავისუფლებას არ ვაპირებ

რაც შეეხება რესპუბლიკელი მინისტრების მთავრობაში ყოფნას, არ ვაპირებ მათ გათავისუფლებას. კანონით არის გათვალისწინებული ვადები, ეს არის ერთთვიანი ვადა, თუ ისინი მოისურვებენ საარჩევნო სიაში ყოფნას, ამ დროისათვის სავარაუდოდ თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვართ პარტნიორობის და კონკურენციის რეჟიმში, ეს არის ერთად მუშაობის ასეთი გამოცდილება, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა ასეთ რეჟიმში მუშაობა და არ მგონია ამაზე დამატებითი კომენტარების გაკეთება იყოს მიზანშეწონილი.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიასთან შეხვედრისას, რესპუბლიკური პარტიის მინისტრების საკითხთან დაკავშირებით

კომენტარები