მიწისძვრა იაპონიაში

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

Getty Images

დაშავებულთა დასახმარებლად გაძლიერებული სამაშველო სამუშაოები გრძელდება სამხრეთ-დასავლეთ იაპონიაში, სადაც ღამით, ადგილობრივი დროით 01:25 საათზე, 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ მცირე 18 ადამიანია დაღუპული. 


ფოტო: AP

დანგრეულია გზები, შენობები, რამდენიმე ადგილას ჩამოშლილია მიწა, 200 000-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მანამდე, მიწისძვრა მოხდა ხუთშაბათსაც, რომლის სიმძლავრემ 6.2 შეადგინა და 9 ადამიანი იმსხვერპლა.

კომენტარები