მიწისძვრა იაპონიაში

იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 215-მდეა გაზრდილი

იაპონიის მიწისძვრის შედეგები
CNN

იაპონიის მთავრობის ცნობით, 1-ელ იანვარს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 168-მდე გაიზარდა. მძლავრ მიწისძვრას მოჰყვა ცუნამის ტალღა და ტურისტულ მხარეში ხანძრის გაჩენა.

სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს ხელს უშლიდა განმეორებითი ბიძგები. 

მიწისძვრის შედეგად დაშავდა 668 და დაიკარგა 38 ადამიანი.

მიწისძვრის სიმძლავრემ 7.6 ბალს მიაღწია. სტიქიური უბედურების ეპიცენტრი ზღვაში, იშიკავას პრეფექტურასთან მახლობლად იყო.

ამ დროისთვის სახლის თავშესაფრის გარეშე დარჩენილი 2500 ადამიანი, მათთვის დროებითი საცხოვრებლების მშენებლობა უკვე დაწყებულია.

კომენტარები