2016 წლის არჩევნები

ქუცნაშვილი: გიჟები არ გვინდა პოლიტიკაში, გვყავს საკმარისზე მეტი

მე 1/3/4 მოდელის მომხრე ვარ. ეს ნიშნავს იმას, რომ არცერთ საარჩევნო სუბიექტს პასიური საარჩევნო უფლება ანუ თავისი თავის შეთავაზების უფლება არ წარმოეშვება, თუ საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 1%-ის ხელომწერებს არ მოაგროვებს. ანუ, გვყავს 3 მილიონი ამომრჩეველი, თუ 30 000-ის ხელმოწერას ვერ მოაგროვებს, ის ვერ შესთავაზებს თავის თავს. გიჟები არ გვინდა პოლიტიკაში. გვყავს აგერ საკმარისზე მეტი, ამიტომაც ჩვენ უნდა გავცხრილოთ პოლიტიკა გიჟებისა და ავანტიურისტებისაგან. საზოგადოებამ უნდა გაცხრილოს სამართლიანი კანონების ძალით.

ფრაქცია ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.

კომენტარები