სოციალური დახმარების სისტემა

ჭიაბერაშვილი სოციალურ დახმარებაზე: საჭიროა დიფერენცირება, მიზნობრივი მიდგომა

არ შეიძლება ამ თემით პოლიტიკური სპეკულირება, რასაც დავით სერგეენკო და ქართული ოცნება მიმართავს. არაფრით არ შეიძლება, რომ პენსიონერები უსასრულოდ ვალოდინოთ ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ პენსია დაუყოვნებლივ უნდა გაიზარდოს 50 ლარით და გახდეს 210 ლარი იმიტომ, რომ ეს ადამიანები და პენსიონერთა უზარმაზარი ნაწილი მოწყვლადი არის, წამლის ფული არ აქვს ამ ხალხს, ამიტომ პენსიის მატება მნიშვნელოვნად შეამცირებდა ამ სოციალურ ტვირთს რაც ყველას გვაწევს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით აღფრთოვანების ფასადის უკან დავინახეთ რა არის რეალობა და რეალობა არის იმიტომ, რომ კი ბატონო, არავინ არ უარყოფს, ისევ ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ფული იხარჯება. ვიღაცას რომ ოპერაცია უფინანსდება, ძალიან კარგია. კვლევებმა, რომლებიც ჩაატარა მსოფლიო ბანკმა, სავალუტო ფონდმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ცხადად აჩვენეს შემდეგი, რომ ქალაქთან შედარებით, სოფლის მოსახლეობას წამალზე ხელმისაწვდომობა გაუუარესდა. ყველაზე უღარიბეს ფენას წამალზე ხელმისაწვდომობა გაუუარესდება და თუ საყოველთაო ჯანდაცვა და მთელი სოციალური პოლიტიკა დავით სერგეენკოსი და ქართული ოცნების იმაზეა აწყობილი, რომ ვინც შეძლებულია, იმან იხეიროს და ვინც გაღატაკებულია, ის კიდევ უფრო ულუკმაპუროდ დავტოვოთ, ასე არ შეიძლება. საჭიროა დიფერენცირება, საჭიროა მიზნობრივი მიდგომა, ის, რომ ბევრი ფული იხარჯება, თავისთავად არაფერს არ ნიშნავს, თუ უყაირათოდ და არასწორად ვხარჯავთ ამ ფულს. ჩვენ უნდა გადავიდეთ მიზნობრივ დახმარებაზე, სოციალურად დაუცველებს დახმარება უნდა აღუდგეთ და პენსიონერებს პენსია უნდა გაეზარდოთ და ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ სოციალურ ტვირთს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები