საკონსტიტუციო ცვლილება ქორწინებაზე

დოლიძე: დიახ, თავდემებს მიგვაჩნია, რომ ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორისაა

სამართლებრივად და მორალურად ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ დიახ, თავისუფალ დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ ქორწინება არის ქალსა და მამაკაცს შორის და დიახ, მიგვაჩნია ის, რომ დემონიზება ამ საკითხის არ უნდა მოხდეს. მით უმეტეს ღირებულებების, მით უმეტეს, ევროპული ღირებულებების გამოყენება მავანთა მიერ, რომელიც დაიწყო. არავითარი თემა ეს არ იყო. ჩვენ, საქართველოს ამჟამინდელმა პარლამენტმა შეიძლება ბევრი რაღაც დავაშავეთ, შეიძლება ბევრი რაღაც ვერ გავაკეთეთ, მაგრამ გავაკეთეთ ერთი ძალიან სერიოზული რაღაც, რომელსაც ჰქვია ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება. ეს კანონი, მათ შორის ევროპულ, მათ შორის ასოცირებულ ქვეყნებში, ვერ მიიღეს ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა მეგობრებმა. ავიღოთ მოლდოვა, საკანონმდებლო დონეზე ვერ აწიეს ეს თემა, იქიდან გამომდინარე, რომ შიდა უთანხმოება და პრობლემები ჰქონდათ. ჩვენც გვქონდა, ბუნებრივია, საზოგადოებაშიც იყო, მათ შორის პარლამენტშიც იყო, მაგრამ ავიღეთ პასუხისმგებლობა პარლამენტმა და გადავდგით ნაბიჯი. დიახ, რა თქმა უნდა, მათ შორის სექსუალური უმცირესობების დაცვა და მათ წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობის გამოყენება რომ უნდა იყოს დაუშვებელი, აქ ორი აზრი არ არის. უნდა იყოს დაცული. სწორედ ამიტომაც ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა და მივედით აქამდე. მაგრამ, თემის წამოწევა, რომელიც განხილვის საგნად იქცა, იყო აბსოლუტურად ხელოვნური, ჩემი აზრით, და დაკავშირებული ღირებულებებთან. არავითარი საერთო ამას ღირებულებებთან არ აქვს, მათ შორის ევროპულ ღირებულებებთან. აქესდან გამომდინარე, ეს არის ჩვენი პოზიცია და ვფიქრობ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ამის მხარდამჭერები ვართ, არამედ ინიციატორებიც. ვართ ინიციატორები იმიტომ, რომ ხაზი გაგვესვა ამ ღირებულებების ე.წ. აღრევასთან დაკავშირებით.

თავისუფალი დემოკრატების წევრი ვიქტორ დოლიძე საკონსტიტუციო ცვლილებაზე ქორწინებასთან დაკავშირებით.

კომენტარები