საკონსტიტუციო ცვლილება ქორწინებაზე

მაჭავარიანი ქორწინების ცვლილებაზე: გამიგია, ხალხი ტელევიზორზე, კატაზე ქორწინდება

ერთქესიანთა თანაცხოვრებას მე არ დავარქმევდი ქორწინებას. მათ შეუძლიათ დაარქვან თანაცხოვრება და როგორი წესითაც უნდათ, ისე გააფორმონ, იურიდიულად და ა.შ. მათ აქვთ უფლება, იცხოვრონ ისე, როგორ სურთ. ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. მე მომისმენია, წამიკითხავს, ხალხი ტელევიზორზე, მაცივარზე, თავის ძაღლზე, კატაზე ქორწინდება და არ უშლიან ამის გაკეთებას, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ კონსტიტუციაში ჩაწერა...

ყველას უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რაც სურს, ის გააკეთოს, რა, მაგრამ ზუსტად ამის უფლებას მიანიჭებს.... კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალსა და კაცს შორის ურთიერთობა. ეს მათ მიანიჭებთ სრულ თავისუფლებას, რომ თავიანთი ურთიერთობა ვისთანაც უნდა... როგორც უნდა ისე დაიცვას იურიდიულად და გააფორმოს. მე მიმაჩნია, რომ ყველას უნდა შეუქმნათ ამის პირობები, მაგრამ კონსტიტუციაში ამის ჩაწერა ძალიან კარგი მოვლენა იქნება და ვფიქრობ, რომ ეს მათაც მოუხსნის პრობლემებს და ვინც მხარს არ უჭერს ასეთ ურთიერთობას. მომხრე ვარ, რომ ნებისმიერი ბუნებრივი კანონი არ უნდა იწერებოდეს. ბეჭედი არ უნდა წარმოადგენდეს რამის გაფორმებას. კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ ქალი და მამაკაცი ოჯახია, გაათავისუფლებს იმ ადამიანებს იმ სიტუაციისგან და როგორც უნდა, ისე დააკანონებენ მერე თავის ურთიერთობას.

ქართული ოცნების ახალი წევრი ენძელა მაჭავარიანი საკონსტიტუციო ცვლილებაზე ქორწინებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია იბერიას ეთერში.

კომენტარები