ბოტანიკური ბაღი

ნარმანია საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მისვლას არ აპირებს

დავით ნარმანია
თბილისის მერია

თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მისვლას არ აპირებს. ის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც დავით ნარმანიას რიგგარეშე სხდომაზე მისვლას ითხოვენ. ნარმანიას თქმით, საკრებულოში დეკემბერში თბილისის ბიუჯეტის წარსადგენად მივა.

"მივალ აუცილებლად, ოღონდ დეკემბერში, როგორც ეს ჩვენ პრაქტიკად ვაქციეთ. თბილისის მერი საკრებულოში წარდგება წელიწადში ერთხელ, კანონით დადგენილი წესით, დეკემბერში წარვადგენთ ბიუჯეტსაც და პასუხს გავცემთ ყველა იმ კითხვას, რაც დაისმება", - თქვა ნარმანიამ.

დავით ნარმანიას მისვლას რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ითხოვენ.

კომენტარები