აქცია პანორამა-თბილისის წინააღმდეგ

პროექტს პანორამა-თბილისის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე 5 პირი დააკავეს

პროექტს პანორამა-თბილისის  მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე 5 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, გარემოსდამცველი ნატა ფერაძე, კონსტანტინე გურული და  გიორგი ახობაძე.  აქცის მონაწილეები  მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ  მშენებლობის ადგილზე შესვლა მოინდომეს, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს იქ შესვლის უფლება არ მისცეს.

24 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები  პროექტ ”პანორამა თბილისის” მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები სახელწოდებით „ქალაქი ჩემია“, „არა პანორამას“. აქციის მონაწილეები ბოტანიკური ბაღის გაშემო განვითარებულ მოვლენებსაც აპროტესტებენ.

კომენტარები