რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

ჩერგოლეიშვილი: ჩვენს პლატფორმას რუსული პროპაგანდის საფრთხის აღქმა აერთიანებს

აშშ-ში დაფუძნდა ორგანიზაცია, თავისუფლების ინსტიტუტის ამერიკული ვერსია ლიბერთი ჯორჯია. აქედან მოხდება იმ ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც უკვე მუშაობენ ამ მიმართულებით. ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, რომ იმ ძალისხმევის დუპლიკაცია გავაკეთოთ, რაც უკვე იხარჯება ამ მიმართულებით. პირიქით, ჩვენ შევეცდებით, რომ არსებული ორგანიზაციები, არსებული რესურსი რაც არის, ის გავაძლიეროთ, იმას მივცეთ შესაძლებლობა, იმიტომ, რომ მიზანი არის საერთო. ჩვენი პლატფორმა მოიცავს 17 სხვადასხვა ორგანიზაციას, ჩვენ ძალიან ბევრი განსხვავება გვაქვს სხვადასხვა საკითხზე, იქნება ეს გენდერულ თანასწორობას როგორ უნდა მივაღწიოთ თუ იგივე პოლიტიკური გემოვნება, ვის რომელი პარტია მოსწონს, მაგრამ მთავარი რაც გვაერთიანებს, ეს არის პროდასავლურობა, ის, რომ საქართველოს მომავალი არის თავისუფალ სამყაროში, ევროპაში და გვაერთიანებს იმ საფრთხის აღქმა, რასაც რუსული პროპაგანდა უქმნის ჩვენს ქვეყანას

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში პლატფორმაზე დაიცავი თავისუფლება. დაიცავი თავისუფლებამ აშშ-ში პარტნიორ Revolution Messaging-ის დახმარებით დააარსა ლიბერთი ჯორჯია, რომლის მიზანი საქართველოსა და აშშ-ში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება

კომენტარები