ქართული ოცნების ყრილობა

კვირიკაშვილი: ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა ანგარიშსწორება

დღეს, პარტიის დაარსებიდან 4 წლის თავზე, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბევრი პრობლემა გადავჭერით, ბევრი სირთულე დავძლიეთ, და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, იმ დაძაბულ ვითარებაში თავიდან ავიცილეთ ანგარიშსწორების საფრთხე, რომლის წინაშეც რეალურად იდგა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა ანგარიშსწორება. მიგვაჩნია, რომ ეს გუშინდელი დღეა, რეგრესია, განვითარების შეფერხებაა. მჯერა, გავა დრო და ხალხი ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ უფრო დარწმუნდება. ჩვენი მიზანი მხოლოდ ქვეყნის მშვიდობიანი, თანმიმდევრული განვითარება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაა. ის, რომ ჩვენ შევძელით აგვერიდებინა ქვეყნისათვის მთავარი, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, ჩვენი გუნდის ლიდერების პოლიტიკური ნება და თითოეული თქვენგანის დამსახურებაა.

პრემიერმინისტრმა ეს განცხადება ქართული ოცნების ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ გააკეთა.

კომენტარები