ქართული ოცნების ყრილობა

კვირიკაშვილი: პარტიის ერთიანი ხედვა მისაღები უნდა იყოს ყველასთვის

ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ მტკიცედ ვდგავართ დემოკრატიის გზაზე. პირველ რიგში იმით, რომ პარტიის შიგნით დავიცავთ დემოკრატიულ ღირებულებებს. დემოკრატიული მმართველობა ევროპული ქვეყნების ცხოვრების წესია და ჩვენ სწორედ აქეთ მივდივართ. პირველ რიგში, ეს აუცილებლად გულისხმობს მკაცრ პარტიულ დისციპლინას და თითოეული წევრის პასუხისმგებლობას. პარტიის ერთიანი ხედვა ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე მისაღები უნდა იყოს ყველასთვის, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამ ხედვას და დავემორჩილოთ გუნდის გადაწყვეტილებებს. ეს არის პარტიის სიმტკიცის გარანტია, მით უმეტეს, როცა მას ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აქვს აღებული.

ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ გვაერთიანებს მკვეთრად გამოხატული მისწრაფებები და გვაქვს ერთიანი პოლიტიკური ხედვა როგორ საშინაო, ისე საგარეო მიმართულებებით. ჩვენი პარტიის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას, იყოს ევროპის ნაწილი და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ჩვენი მსოფლმხედველობრივი ერთობაა ევროპასთან, ეს არის ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ, მეტი შესაძლებლობებისკენ, თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისკენ. სწორედ ამიტომ გვაქვს გეზი აღებული ევროკავშირისა და ნატო-სკენ და ამ გეზს არ გადავუხვევთ

პრემიერმინისტრმა ეს განცხადება ქართული ოცნების ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ გააკეთა

კომენტარები