სასამართლო სისტემაში ბოგინობს მურუსიძე, რომლის სასამართლოში შენარჩუნებაში, შემობრუნებაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის უშუალოდ თეა წულუკიანს. მაშინ, როდესაც ყველამ კარგად ვიცით, რომ წლები დასჭირდება [სასამართლო განაჩენის გასაჩივრების] ყველა საფეხურის გავლას, ამ პროცესებში დალოდების შემოთავაზება არის ზღვარგადასული ცინიზმი. ის ადამიანები 7-7 წლით გაამწესეს ციხეში, გაამწესა ციხეში მურუსიძის ხელქვეითმა ბუგიანიშვილმა. ახლა წულუკიანი ოჯახებს, მათ მეუღლეებს, მშობლებს, შვილებს სთავაზობს, რომ დაველოდოთ. ამ ყველაფერს ის ადამიანები დაელოდონ ციხეში, და თვითონ დაელოდოს თავის კაბინეტში. თვითონ დაელოდოს ციხეში და ეს ადამიანები გამოვიდნენ გარეთ, მერე ვნახოთ, როგორ განვითარდება, როგორი სიჩქარით მისი შექმნილი სასამართლო სისტემიდან ამ გადაწყვეტილების მიღება.
tbl.ge/1p0a
დაკოპირდა
თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი ე.წ კაბელების საქმის შესახებ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებაზე, რომ "ჩვენ ყველას გვევალება, დაველოდოთ პროცესის დასასრულს, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის".
ამავე თემაზე
- პროკურატურა განმარტავს, რა ღვაწლისთვის გადაეცა აღლემაშვილს პრეზიდენტის ღირსების ორდენი
- ე.წ კაბელების საქმის პროკურორს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა
- კობახიძე კაბელების საქმეზე: იმ ადამიანებს კაპიკი არ წაუღიათ, საქმე ბოლომდე ვერ გაიხსნა
- გოგუაძე: დაუჯერებელი უსამართლობაა ის, რაც ე.წ კაბელების საქმის პროცესზე ხდება
- თავდემები ხელისუფლებას: ხელი აიღეთ სასამართლოსა და პროკურატურაზე ზეწოლისგან