მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

პრემიერი ე.წ საზღვართან მკვლელობაზე: ეს არის პირდაპირი პროვოკაცია

ეს არის უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ ამით ცდილობენ, ხელი შეუშალონ იმ პროცესებს, რომელიც ახლა მიდის. ჩვენ ვდგამთ რაღაც ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ ნდობა ქართველებს და აფხაზებს შორის, ქართველებს და ოსებს შორის. მე გამოვთქვამ რწმენას, რომ დამნაშავე დაისჯება ძალიან მკაცრად. ჩვენ ჩავრთავთ ყველა საერთაშორისო პარტნიორს ამ საქმეში და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს, რომ არავითარ შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩეს ის, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა. რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და გამოვთქვამ იმედს, რომ თვითონ აფხაზებიც შეხედავენ ამ შემთხვევას, რომ ეს არის პირდაპირი პროვოკაცია იმ პროცესის საწინააღმდეგოდ მიმართული, რომელიც დღეს მიმდინარეობს. შეიძლება პოლიტიკურად დიდი პროგრესი არ გვაქვს, მაგრამ მინიმუმ ხალხთა შორის ურთიერთობაში ჩვენ გვაქვს რაღაც პროგრესი, გარკვეული დათმობა და მინდა, ეს პროცესი გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ დამნაშავეები ძალიან მკაცრად დაისაჯონ.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხურჩაში, რუსი ე.წ მესაზღვრის მიერ ქართველი მამაკაცის მკვლელობის შესახებ.

კომენტარები