ჩვენ მყისიერად გვქონდა მაქსიმალური რეაგირება, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, ვაცნობეთ საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ყველას, ავამოქმედეთ ცხელი ხაზი, გადაიდგა ყველა ის ნაბიჯი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. იმავე საღამოს ჩაინიშნა შეხვედრა და მყისიერი რეაგირება მოხდინა ჩვენმა ხელისუფლებამ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება მეორე დაკავებულის, უკანონოდ გატაცებულის გათავისუფლება ძალიან მალე. კიდევ ვიმეორებ, ეს არის ისევ შედეგი იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც დაგვიტოვა თქვენმა ხელისუფლებამ, თქვენ რომელსაც წარმოადგენთ. და ჩვენ ამას გამოვასწორებთ, ამას მოესწრებით ძალიან მალე, როცა ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და გამთლიანდება.
მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან
პრემიერი გინტურზე: შედეგია მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც თქვენმა ხელისუფლებამ დაგვიტოვა
tbl.ge/6laj
დაკოპირდა
ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვას, მაშინ, როცა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაზე ლაპარაკობს, ქართული ოცნების მთავრობამ რა გააკეთა, "როდესაც ეს მძიმე შედეგი დადგა, ვგულისხმობ თამაზ გინტურის მკვლელობას".
ამავე თემაზე
- პრემიერი გინტურზე: უმძიმესი ფაქტი მოხდა, მაგრამ ენმ რომ ყოფილიყო, იქნებოდა ომი, ნგრევა
- ზაქარეიშვილი: მაქვს განცდა, რომ ოთხოზურიას მკვლელობაში ეჭვმიტანილს არ დამალავენ
- პრემიერი: ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს უნდა დაეკისროს
- 4-წლიანი წყვეტის შემდეგ, 27 მაისს, გალში IPRM-ის საგანგებო შეხვედრა გაიმართება
- ბერძენიშვილი: ზაქარეიშვილს ბოდიშის მოხდა მოუწია იქ, სადაც არაფერი იყო საბოდიშო