მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

მინდიაშვილი: "სისხლიანმა ცხრა წელმა" რწმენა გააჩინა, რომ ბოთეები არ ვართ

ხურჩაში მომხდარი მკვლელობა გამორიცხული იქნებოდა ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში, რომელსაც ნაციონალური ღირსების მქონე ხელისუფლება და მოქალაქეები ჰყავს. ჩვენზე პატარა ისრაელს ერთად აღებული არაბული სამყარო, ირანი, და კიდევ ვინ აღარ, ვერაფერს აკლებენ. იმიტომ, რომ თეირანსა თუ ქაიროში სიმღერებით და ცეკვებით ეგენი არ ჩადიან, ხოლო მოსადი შეშფოთებას კი არ გამოთქვამს, არამედ უმკაცრესად ექცევა ყველას, ვინც ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებს. აი, ეგეთი ქვეყანა უნდა შევქმნათ ჩვენც. "სისხლიანმა ცხრა წელმა," ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მცირე რწმენა მაინც გააჩინა, რომ ბოთეები არ ვართ და ქვეყნის განვითარება შესაძლებელი ყოფილა. ზუსტად ამ რწმენის ღალატის შედეგია ის, რაც ხურჩაში მოხდა.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ე.წ რუსი მესაზღვრეების მიერ ქართველი მამაკაცის მკვლელობაზე.

კომენტარები